12 Apr 2019
დასაქმების სააგენტო ჯობლინკი აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე. კატეგორიის მენეჯერი ესაჭიროება საქართველოში წამყვან საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიათა ქსელს.
ძირითადი მოვალეობები:
· აქციების ორგანიზება:
o მომწოდებლებთან შეთანხმებით ყოველთვიური აქციების დაგეგმვა;
o სააქციო პროდუქციის შეკვეთების მომზადება და მომარაგების განყოფილებისთვის მიწოდება;
o სააქციო ფასების განსაზღვრა.
· საბაზისო და სააქციო ფასების ყოველდღიური მონიტორინგი;
· ბაზრის კვლევა:
o კონკურენტების ანალიზი;
o ფასების მონიტორინგი;
o ბაზრის ცვლილებებზე მყისიერი რეაგირება.
· პროდუქციის ასორტიმენტის განსაზღვრა და ახალი პოზიციების ძიება;
· პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებაზე ზრუნვა;
· ყველა მაღაზიისთვის კატეგორიის მერჩენდაიზინგი;
· კატეგორიის, პროდუქტებისა და მომწოდებლების მიხედვით გაყიდვების ყოველკვირეული ანალიზი.
ძირითადი მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება ბიზნესის, ან მარკეტინგის მიმართულებით;
· MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
· ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
· მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება საცალო, ან/და საბითუმო გაყიდვების სფეროს;
აუცილებელი თვისებები:
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
· მიზანსწრაფული;
· გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
· სტრესული გარემოებების მიმართ მდგრადობა;
· კომუნიკაბელურობა;
· დროის ეფექტურად მართვის უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებული;
· ანალიტიკური აზროვნება.
სამუშაო პირობები:
· სამუშაო საათები: 09:00-დან 17:00 საათამდე;
· სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
ანაზღაურება:
· ფიქსირებული ხელფასი: 800 ლარი, (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში);
· გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: კატეგორიის მენეჯერი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 32 2880107.
ძირითადი მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება ბიზნესის, ან მარკეტინგის მიმართულებით;
· MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
· ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
· მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება საცალო, ან/და საბითუმო გაყიდვების სფეროს;